,,ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

,,უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ახლა ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მივაღწიოთ კონტროლს ცაში და უფრო მეტი საარტილერიო საშუალებები ხმელეთზე. მაგრამ რაც არ უნდა გვიჭირდეს, ჩვენ გვაქვს საარტილერიო, რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის მარაგი.

​მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ რუსეთის ყველა აქტივი – სახელმწიფო ტერორისტული და მასთან დაკავშირებული პირების – გაყინული სხვადასხვა იურისდიქციებში, უნდა მუშაობდეს რუსული აგრესიისგან დასაცავად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება კარგად იყოს მომზადებული. და რა თქმა უნდა, საჭიროა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი და ჩვენ ვამზადებთ მას. ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ ნაბიჯებს, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში”, – ამბობს ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები