EU-ს წარმომადგენელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სამუშაო ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, სამუშაო ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა.

კლაარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებს აფხაზეთში მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროგრამებს ათწლეულზე მეტია.

„ჩემი მანდატის განხორციელების ფარგლებში, 2024 წლის იანვრის ბოლოს ვაპირებდი აფხაზეთში ვიზიტს. სამწუხაროდ, მითხრეს, რომ ეს შეუძლებელია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მივიღეთ ასეთი პასუხი. დღეს მივედით ისეთ სიტუაციამდე, როცა აფხაზეთი თითქოს იკეტება. არ მესმის, როგორ ემსახურება ეს მოვლენები ვინმეს ინტერესებს, განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობის. აფხაზეთის ღიაობა უკრაინაში რუსეთის ომს არ უნდა შეეწიროს. ევროკავშირი ხელს უწყობს ან აფინანსებს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროგრამებს აფხაზეთში ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ზოგიერთ ძირითად საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, ყოველთვის იყო შესაძლებელი კომუნიკაციის არხების გახსნა. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ის ახლა გაქრება,” – განაცხადა ტოივო კლაარმა.

მსგავსი თემები