ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. კენჭის ყრაში ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა. უცხოური მედიის ცნობით, ხმის მიცემა, დაახლოებით, 4,5 მილიონ მოქალაქეს შეეძლო. საარჩევნო უბნები დღეს, ადგილობრივი დროით 20:00-ზე დაიხურა. წინასწარი შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მედია წერს, რომ მოსალოდნელია მეორე ტური ორ წამყვან კანდიდატს შორის.

ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, კოალიციური პარტიის კანდიდატი ალექსანდრ სტაბი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზეა ფინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო, რომელსაც 23% აქვს.

ცნობისთვის, ფინეთის მოქმედი პრეზიდენტი საული ნიინისტეა. ის ფინეთის მოსახლეობამ თანამდებობაზე ექვსწლიანი ვადით, ორჯერ უკვე აირჩია.

მსგავსი თემები