ვიმედოვნებ, მომდევნო ორშაბათს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი შეწყდება – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი რამდენიმე დღეში შეწყდება.

მისი თქმით, როგორც ჩანს, მხარეებმა კატარში მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მძევლების გათავისუფლებას.

„ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემი მრჩეველი მეუბნება, რომ ჩვენ ახლოს ვართ. ჩვენ ახლოს ვართ. ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ცეცხლის შეწყვეტა გვექნება”, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები