11 წლის გოგოს მამინაცვალი 3 წელი აუპატიურებდა

11 წლის გოგოს, 40 წლამდე მამინაცვალი 3 წელი აუპატიურებდა და თან ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა. გამოძიების ინფორმაციით, ძალადობის ორივე ფორმის შესახებ იცოდა ბავშვის დედამ, რომელიც 2 დღის წინ დააკავეს და ბრალი ამ ეტაპზე მხოლოდ იმისთვის წარუდგინეს, რომ ქმარს შვილის გაუპატიურებაში ეხმარებოდა.

მოძალადე მამინაცვალს 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დედა ამბობდა, რომ მოზარდის არ სჯეროდა, თუმცა 3-წლიანი გაუპატიურების ფაქტები გამოძიებამ და ექსპერტიზებმა დაადასტურა. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ კაცი წლების განმავლობაში შშმ ბავშვს ქუჩაში გასვლას აიძულებდა და შეგროვებულ თანხას მეუღლესთან ერთად იყოფდა.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ძმასთან ერთად, რომელიც ძალადობის ფაქტებს შეესწრო, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ბავშვებთან ფსიქოლოგები ამ დრომდე მუშაობენ. არასრულწლოვნების ინტერესებს ორგანიზაცია “პიეიჩარი” იცავს.

დაკავებულ დედას, სავარაუდოდ, ბრალს ტრეფიკინგის მუხლითაც უახლოეს მომავალში დაუმძიმებენ.

მსგავსი თემები