6080 ოკუპანტი და 99 ტანკი – რუსეთის 1 კვირის დანაკარგი უკრაინაში

„გასული კვირის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 6080 რუსი ტერორისტი. კერძოდ, მათ გაანადგურეს 99 ტანკი და არა მხოლოდ” – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა.

მისივე ცნობით, რუსეთმა ერთი კვირის განმავლობაში 6080 ჯარისკაცი, 952 ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა დაკარგა.

21-დან 28 იანვრამდე განადგურებულია 99 ტანკი, 205 ჯავშანტექნიკა; 222 საარტილერიო სისტემა; 4 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა; 5 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 241 საავტომობილო ტექნიკა; 44 ერთეული სპეცტექნიკა.

ამასთან, პავლიუკის ინფორმაციით, განადგურებულია 27 რაკეტა და 105 დრონი.

მსგავსი თემები