,,ვიღაც არაკაცმა გაიმეტა” – ვარკეთილში მიუსაფარი ძაღლი მოკლეს

ვარკეთილში, გვიან ღამით მიუსაფარი ძაღლი მოკლეს. ამის შესახებ, ინფორმაცია ცხოველთა დამცველებმა სოციალური ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში გაავრცელებს.

„ვარკეთილში ვიღაც ნაბიჭვარმა ძაღლი დაჩეხა დანით. ძაღლი სავარაუდოდ სისხლით დაიცალა. უსაყვარლესი ცუგოა, ყველა ვეფერებოდით ხოლმე, „მაჭახელას“ წინ იწვა ხოლმე. ვიღაც არაკაცმა გაიმეტა…“, – წერენ ჯგუფში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დამნაშავე დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები