დიდი ბრიტანეთის მეფეს ოპერაცია ჩაუტარდა

BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III პროსტატის ადენომის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, ჩარლზ მესამემ მკურნალობის ისტორია განზრახ გაასაჯაროვა, რათა მის მაგალითს სხვა მამაკაცებმაც მიჰბაძონ და შემოწმება დროულად გაიარონ.

„ჩარლზ მესამე ბედნიერია იმის გაგებით, რომ მის დიაგნოზს საზოგადოებაში ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხრივ პოზიტიური გავლენა ჰქონდა” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჩარლზის მეუღლემ, დედოფალმა კამილამ მედიასთან განაცხადა, რომ მონარქი თავს კარგად გრძნობს.

მსგავსი თემები