,,არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს ილ-76-ის ჩამოვარდნის გარემოებებს” – პოდოლიაკი

რუსები აქტიურად მანიპულირებენ ბელგოროდის ოლქში “ილ-76”-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხზე და ამის მიზანი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის პროცესის შენელებაა. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსებს შესაძლოა სხვა მიზნებიც ჰქონდეთ. კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ ომის წესებისა და კონვენციების დარღვევაზე ცივილიზებული სამყაროს ყურადღების შემცირება.

,,რას ვხედავ ამაში? ორ რამეს. პირველი არის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შენელება. ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი რაოდენობით რუსული თვითმფრინავი განადგურდა, ანუ რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს, უკრაინას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები ან გამოიყენოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ფრონტის ხაზის გასწვრივ’, – თქვა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები