ქობულეთში დედამ შვილის საფლავზე დამარხული 120 ცოცხალი ადამიანის ფოტო იპოვა

ქობულეთში, სოფელ გელაურში ერთ-ერთ სასაფლაოზე 120 ცოცხალი ადამიანის ფოტო იპოვეს დამარხული. მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან სამართალდამცველებიც. შეშფოთებული სოფელ გელაურის მცხოვრებლები გამოძიებას და დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვენ.

,,როგორც ცნობილია, ფოტოები ზემოდან მიწაში იყო ჩაფლული და მათ მიცვალებულთან შეხება არ ჰქონია… ფოტოსურათები მათზე გამოსახული პირების “ფეისბუქალბომებიდანაა”აღებული და შემდეგ დაბეჭდილი. სურათებზე აღბეჭდილი პიროვნებები იდენტიფიცირებულია“.

,,ეს ნაკაიძეების საფლავზე მოხდა, დედა ყოველდღე დადის შვილის საფლავზე და უცნაურად დატკეპნილი მიწა, რომ შეამჩნია ის ადგილი ამოთხარა, თან დანაც დარჩა ეტყობა იმ ბოროტ მოქმედს, დანაც იპოვეს… ამოთხარეს და აღმოაჩინეს ეგ სურათები”.

,,ძალიან შემეშინდა, გული მაქვს ცუდად…”, – წერენ კომენტარებში.

მსგავსი თემები