ოდესაში უკრაინელი ბიზნესმენის შვილი დააკავეს

ოდესაში საზღვარგარეთ გასვლის მცდელობისას უკრაინელი ბიზნესმენის შვილი რომან გრინკევიჩი დააკავეს. გრინკევიჩი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფიგურანტია.

მამამისი, ბიზნესმენი იგორ გრინკევიჩი გასული წლის დეკემბერში დააკავეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. მას ბრალად  შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი თანხების მასშტაბური მიტაცება ედება.

„მსურს, გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლე. ყველას ახსოვს რეზონანსული საქმე, რომელშიც ლვოველი ბიზნესმენი და მისი თანამოაზრეები არიან ეჭვმიტანილები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ერთი მილიარდი გრივნის ღირებულების უხარისხო ტანსაცმლის მიწოდებაში. ოთხი ფიგურანტი ახლა პატიმრობაშია, მეხუთე დღეს, დილით დააკავეს ოდესაში სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას. მეხუთეზე ძებნა იყო გამოცხადებული“, – განაცხადა უკრაინის გერენალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.

 

მსგავსი თემები