,,თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ”- რატი ბრეგაძე

თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში საკანშიც – ამის შესახდებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრი ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნის იმ ნაწილს  ეხმაურება, სადაც საუბარი მიხეილ სააკაშვილის სამარტოო პალატაში ყოფნაზეა.

,,დასკვნაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითქოსდა ის არის მარტო და ფაქტობრივად სამარტოო საკანს უთანაბრდება ეს გარემოება. რას ნიშნავს მარტო ყოფნა – ეს არის მისი სურვილი, რომ საკანშიც და პალატაშიც მარტო ყოფილიყო. მას დღეის მდგომარეობით ჰყავდა 3 ათასი ვიზიტორი არასრულ 2 წელიწადნახევარში. ახლა იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს, რომ ადამიანი არის მარტო. როდესაც ყოველდღიურად სტუმრობენ ოჯახის წევრები და საათებს ატარებენ მასთან. თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ. გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და ვიპოვით ვინმე სხვა პატიმარს, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ როგორც პალატაში, ასევე შემდგომში საკანშიც,”- აცხადებდ ბრეგაძე.

მსგავსი თემები