ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ

ღაზის სექტორში “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახის წევრები ისრაელის პარლამენტში შეხვედრაზე შეიჭრნენ.

მძევლების ოჯახის წევრები ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ.

,,აქ არ დასხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან!”;”გაათავისუფლეთ ახლავე!”,- სკანდირებდნენ მომიტინგეები.

მათ თან ჰქონდათ მათი ოჯახის წევრების ფოტოები.

ცნობისთვის, “ჰამასის” ტყვეობაში დაახლოებით 130 ადამიანი რჩება.

მსგავსი თემები