დაიღუპა 92 ადამიანი – შტორმი და ქარბუქი აშშ-ში

აშშ-ში გასული კვირის განმავლობაში შტორმისა და ქარბუქის გამო, 92 ადამიანი დაიღუპა. 25 ადამიანი დაიღუპა ტენესის შტატში, 16 კი – ორეგონში, სადაც ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა.

უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა მისისიპის, ილინოისის, პენსილვანიის, ვაშინგტონის, კენტუკის, უისკონსინის, ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატებში.

ორეგონის ქალაქ ორტლენდში სამი ადამიანი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა, იმ დროს, როდესაც ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები დააზიანა.

ქვეყნის მასშტაბით ათობით ათასს ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 45 ათასი ადამიანი ორეგონში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მსგავსი თემები