,,უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ, ევროპის მხარდაჭერა გრძელდება და გაგრძელდება”- ჯოზეფ ბორელი

,,უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ, ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის და მომავალშიც გაგრძელდება”,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, “უკრაინას ახლა უფრო მეტი და სწრაფი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება”.

,,ის ფაქტი, რომ ჩართულები ვართ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაში, არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მინისტრებთან განვიხილავ ჩვენ უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ნუ ღელავთ, უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ, ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის და მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორელმა.

 

მსგავსი თემები