ოკუპირებულ სოხუმში, ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების შესასწავლად რუსი რესტავრატორები ჩავლენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოებში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან.

რუსეთის კულტურის მინისტრის, ოლგა ლუბიმოვის განცხადებით,  ჯგუფში შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხეოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები.

„უახლოეს პერიოდში სოხუმში გაემგზავრება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები ადგილზე შეამოწმებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც მოხერხდა ხანძრიდან, რათა ჩამოაყალიბონ სარესტავრაციო სამუშაოების გეგმა“, – წერს ოლგა ლუბიმოვა.

მსგავსი თემები