,,მნიშნველოვანია სანქციებისთვის თავი არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი”- კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ბათუმის პორტში სანქცირებული რუსული გემის შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხობს. მისი თქმით, მნიშნველოვანია სანქციებისთვის თავი არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი.

„დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ მას და ზოგადად ასეთ აქტივობებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ვმუშაობთ მთავრობასთან, სხვადასხვა უწყებასთან, იქნება ეს საბაჟო, საშემოსავლო სამსახური. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასეთი მცდელობის, სანქციებისთვის თავი არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები