ფინეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია, მნიშვნელოვანია, ევროკავშირი ამაში ერთიანი იყოს – ელინა ვალტონენი

,,ფინეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ამაში ერთიანი იყოს,”- ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

,,ფინეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ამაში ერთიანი იყოს და თითოეულმა ქვეყანამ შეიტანოს წვლილი. როგორი საშუალებაც არ უნდა იყოს საჭირო იმ დაუყოვნებლივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც ახლა უკრაინას სჭირდება, უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი პოზიციაც ამ მხრივ ძალიან მტკიცეა,”- განაცხადა ელინა ვალტონენმა.

მსგავსი თემები