კახა კალაძე მერიაში საგამოძიებო უწყებების შესვლას უარყოფს

თბილისის მერი კახი კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში საგამოძიებო უწყება შევიდა.

მისი თქმით, ეს არის არასწორი ინფორმაცია,  რის გამოც ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

მერი ამტკიცებს,  რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

„ეს არის ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მერიაში შესული იყო სუსი და ფინანსური პოლიცია. ეს არის დიდი  ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. წერეთლის გამზირზე ახლა ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. დღის და ღამის განმავლობაში, შეუსვენებლად მუშაობენ.

ქვედა ფენებში ასფალტი უკვე დაგებულია, არის ტროტუარების მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის თაღების წამოწევა და ნიშნულზე მოყვანა. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მოხდება ასფალტის დაგება. როგორც მოსახლეობას დავპირდი, ყველაფერი ისე იქნება და იანვრის ბოლოს, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივი იქნება“,-ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, თუ ვინმე დაინტერესდება, პასუხს ყველას გასცემენ და დასამალი არაფერი აქვთ.  მერი ამბობს, რომ ინფორმაცია  საჯაროა და  ნებისმიერს შეუძლია მას გაეცნოს.

მსგავსი თემები