აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელახლა აირჩევა, ეს „ბევრად უკეთესი“ იქნება.
„ამას თუ გააკეთებენ, ალბათ ვერ შეძლებენ ევროპაში ჩართულობის იმავე დონის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს ნატო-ს ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.