,,უკრაინა არ წავა რაიმე კომპრომისზე რუსეთთან” – კულება

“უკრაინას გადაწყვეტილი აქვს აღადგინოს კონტროლი საზღვარზე 1991 წლის ფარგლებში და არ წავა რაიმე კომპრომისზე რუსეთთან”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომამდე განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ ესმის მოსაზრებები “რუსეთთან შეთანხმებასა” და “დათმობებზე”, მაგრამ ამის შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა.

,,ჩვენი სტრატეგიული მიზანი – 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა – უცვლელი რჩება და არაფერი შეგვიშლის  ხელს მის განხორციელებაში. ადამიანებმა, ვინც ამას გვთავაზობენ, უპირველეს ყოვლისა, იგივე უნდა შესთავაზონ თავიანთ მთავრობებს – მისცეს ვინმეს თავისი ტერიტორიის ნაწილი, თავისი ხალხი. დაე, გააკეთონ ეს და ვნახოთ, იქნება თუ არა შესაძლებელი ამაზე საუბარი”, – განაცხადა კულებამ.

 

მსგავსი თემები