მოლდოვის მიერ სანქციებთან შეერთება კიდევ ერთი მტრული ნაბიჯია – მარია ზახაროვა

რუსეთი მოლდოვას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან შეერთებისთვის, საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთ-მოლდოვური ურთიერთობების განადგურებას. ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის, მოლდოვა შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ოთხ პაკეტს. როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლება იკვლევს სხვა ანტირუსული ღონისძიებების მხარდაჭერის შესაძლებლობას და განიხილავს თუ როგორ იმოქმედებს ეს ეკონომიკაზე.

მსგავსი თემები