,,სულ ემუქრებოდა, რომ მოვკლავო…”- საგარეჯოში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში –  კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ოჯახის წევრების განცხადებით, ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად.  მათ ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა .

“სულ ემუქრებოდა, რომ მოვკლავო”.. – ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი თემები