ბრიტანეთში, ღორის გრიპის ახალი შტამის ადამიანში გავრცელების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს

27 ნოემბერს, ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) დაადასტურა, რომ ერთ ადამიანს გრიპი A H1N2v დაუდასტურდა. Influenza A(H1N2)v წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ღორებში გავრცელებულ გრიპის ვირუსების მგავს,  მაგრამ განსხვავებულ ვირუსს.

პირველადი მონაცემების თანახმად, ბრიტანეთში H1N2 ინფექცია გენეტიკურად განსხვავდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში ადამიანებში ბოლო დროს დაფიქსირებულთაგან და კონკრეტულ სახელს, 1b.1.1-ს უწოდებენ.

„სწრაფად ვმუშაობთ, რათა მივაკვლიოთ ახლო კონტაქტებს და შევამციროთ ნებისმიერი პოტენციური გავრცელება. მიღებული პროტოკოლის მიხედვით, მიმდინარეობს გამოძიება, რათა გავიგოთ, როგორ დაინფიცირდა ეს ინდივიდი და შევაფასოთ, არის თუ არა მასთან დაკავშირებული სხვა შემთხვევებიც“, – აცხადებს UKHSA-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეერა ჩანდი.

მსგავსი თემები