საფრანგეთში ტყეებში, პლაჟებსა და საზოგადოებრივ პარკებში მოწევა აიკრძალება

საფრანგეთი აკრძალავს მოწევას პლაჟებსა და საჯარო პარკებში, – ამის შესახებ  ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ორელიან რუსომ  განაცხადა.

მინისტრმა   წარადგინა მთელი რიგი ზომები, რადგან მთავრობა ცდილობს თავიდან აიცილოს თამბაქოსთან დაკავშირებული 75,000 სიკვდილი წელიწადში.  მინისტრის განცხადებით, „გეგმის მიზანია, 2032 წლისთვის თამბაქოსგან თავისუფალი თაობა შეიქმნას“.

პრესკონფერენციაზე საუბრისას, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა აურელიენ რუსომ განაცხადა, რომ საფრანგეთში მალე აიკრძალება მოწევა პლაჟებზე, საჯარო პარკებში, ტყეებსა და ზოგიერთ სხვა საჯარო სივრცეში, მათ შორის სკოლებთან ახლოს.

რუსომ ასევე გამოაცხადა სიგარეტის ფასის თანდათანობითი ზრდა და თქვა, რომ 2025 წელს ერთი შეკვრა ეღირება 12 ევრო, ხოლო 2027 წლისთვის 13 ევრო.

საფრანგეთმა უკვე განაცხადა სექტემბერში, რომ აკრძალავს ერთჯერად ელექტრო სიგარეტს.

მსგავსი თემები