„ისრაელის „ჰამასთან“ გაიგივებას უარვყოფთ“- ბლინკენი

„აშშ, ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას, უარყოფს. ამის შესახებ,  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის დღევანდელ განცხადებას, რომ ის „ჰამასის“ ტერორისტებთან ერთად ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერებსაც მოითხოვს, კატეგორიულად უარყოფს“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

მსგავსი თემები