აქციის რამდენიმე მონაწილე  500-500 ლარით დაჯარიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილე სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა. აქტივისტების განცხადებით, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან. მათი ნაწილის სასამართლო პროცესები გადაიდო.

„ჩემი პროცესი ძალიან მალე დასრულდა. 500 ლარით დამაჯარიმეს, ეს მაქსიმუმია, რასაც 174-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ჰქონდათ ერთი ფოტო, სადაც მე ვჩანვარ და არ ჩანს, სად ვარ და ერთი ვიდეო, რომელშიც უბრალოდ გზაზე გადავდივარ. მაქსიმუმი, რასაც ეს ამტკიცებს, არის ის, რომ ვიყავი აქციაზე და გზა უკანონოდ გადავკვეთე“- ამბობს ერთ-ერთი დაჯარიმებული.

მსგავსი თემები