გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად აცხადებს

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანას. კანონპროექტი ხმათა უმრვალესობით დამტკიცდა.

,,ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

გერმანიას სურს საქართველოსა და მოლდოვასთან მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმება.

,,დასაქმებულთა კვალიფიციური იმიგრაციის უზრუნველყოფა და ამით სტიმულის შექმნა, რათა მომავალში საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებმა არ წარადგინონ უიმედო თავშესაფრის განაცხადი გერმანიაში”, – განაცხადა მინიტრმა.

მსგავსი თემები