ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში „ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.
მათივე ცნობით, აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო.
მოძრაობა „ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს.