ფინეთი რუსეთის საზღვართან ოთხ გამშვებ პუნქტს ხურავს

მედიის ინფორმაციით, ფინეთი რუსეთის საზღვართან ოთხ გამშვებ პუნქტს ხურავს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შედინებაა.

18 ნოემბრიდან დაიხურება იმატრას, ნიირალას, ნუიიამასაა და ვალიიმაას სასზვღვრო გამშვები პუნქტები და ეს შეზღუდვა 2024 წლის 18 თებერვლამდე დარჩება ძალაში.

ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე სულ ცხრა გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს, დარჩენილი საგუშაგოები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

ფინეთის სასაზღვრო დაცვის მეთაურის მოადგილემ, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა ჯუკა ლუკარიმ ფინურ მედიას განუმარტა, რომ პუნქტები დაიხურება საზღვრის კვეთის მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის გამო.

მსგავსი თემები