„საოკუპაციო ხაზთან ბრძოლის გამო დავისაჯე“- ქაცარავა

„ზუსტად ვიცი, რომ ის ბრძოლა, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ოკუპაციის ხაზთან ვაწარმოებთ, ამის გამო დავისაჯე“- განაცხადა დავით ქაცარავამ. ქაცარავა ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს კონსტიტუციას და ამყარებს რუსულ დიქტატურას.

„ყველა ხედავს, რომ დღეს ე.წ. “ქართული ოცნება” ყოველ დღე კარგავს ლეგიტიმაცია. მას აღარ შეიძლება ეწოდოს მთავრობა. მათ აღარ აქვთ უფლება, რომ მართონ ეს ქვეყანა, რადგან ისინი არღვევენ კონსტიტუციას, მიათრევენ ქვეყანას რუსეთისკენ, ამყარებენ რუსულ დიქტატურას და ეს დიქტატურა დამყარდება, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი არ დავდგებით და არ შევეწინააღმდეგებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკან დავიხიოთ. უნდა ვიბრძოლოთ და დავამარცხოთ ეს რუსული რეჟიმი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის მშვიდობიანად, რომ ეს მონური, რუსული ხელისუფლება შევაჩეროთ”, – ამბობს ქაცარავა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა.

ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები