ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა

ერევანში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება სარდაფში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები