ქალაქ ღაზის დასავლეთი სრულად დავიკავეთ, გადავედით ოპერაციის მომდევნო ეტაპზე – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოვ გალანტის განცხადებით, ქალაქ ღაზის დასავლეთი  სრულად დაიკავეს. მისი თქმით, თავდაცვის ძალები სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავიდა.

“ოპერაცია გრძელდება და ძალიან მკაფიოდ, შერჩევითად და მიზანდასახულად გრძელდება. თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის დასავლეთის ნაწილი დაიკავა, გაწმინდა ტერორისტებისგან და ჰამასის ობიექტებისგან. სახმელეთო ოპერაციის მომდევნო ეტაპი დაწყებულია”, – განაცხადა გალანტმა.

მსგავსი თემები