ოსლო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან საზღვარი დაუყოვნებლივ დახუროს – ნორვეგიის იუსტიციის მინისტრი

ნორვეგიის იუსტიციის მინისტრის ემილი ენგერის განცხადებით,  ოსლო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩაკეტოს საზღვარი რუსეთთან.

მისი თქმით, რუსეთთან ერთადერთ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტში, სტურსკუგში, ამჟამად მიგრანტთა გაზრდილი აქტივობა არ შეინიშნება.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს საზღვრის დაუყოვნებლივ დახურვა, საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა მინისტრმა.

ფინეთი რუსეთის საზღვართან ოთხ გამშვებ პუნქტს ხურავს

 

მსგავსი თემები