„რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა. “ოცნება” “ოცნება” არაა,“- კონგრესმენი

„ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება – მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ, – განახადა ამერიკელმა კონგრესმენმა სტივ კოენიმ.

კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის წევრი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საუბრობს იმაზე თუ რას უნდა ელოდოს საქართველოს ხელისუფლება აშშ-საქართველოს პარტნიორობის ამ ეტაპზე.

„ვფიქრობ შეერთებულ შტატებს, ევროპის უმეტესობის მსგავსად, ნაკლები სურვილი ექნება მიიღოს, კარი გაუღოს საქართველოს ევროკავშირში, რაც მგონია, რომ საქართველოს სურს და რაც ის ადგილია, საითკენაც საქართველო ეკონომიკურადაც უნდა მიილტვოდეს. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს არ მოსწონს, არ მიესალმება. ქუჩებში გამოსული ადამიანების რაოდენობა ფენომენალურია“- ამბობს კონგრესმენი.

ის ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დაახლოება უნდა.

„რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის. და მათ აიღეს ეს თავისი კანონი პირდაპირ რუსეთისგან. ესაა ტიპური რუსული კანონი, რომელიც იქ აქვთ, და რითაც ისინი ემსგავსებიან რუსეთს” ,- აღნიშნავს კოენი.

 

 

მსგავსი თემები