რუსეთში მუსიკოსს, რომელმაც პროდუქტის ფასების ეტიკეტები ანტისაომარი მესიჯებით ჩაანაცვლა 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსეთში მუსიკოსს, რომელმაც სუპერმარკეტში პროდუქტებს ფასების ეტიკეტები მოაშორა და ანტისაომარი შეტყობინებებით ჩაანაცვლა, 7-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 33 წლის საშა სკოჩილენკოს ბრალი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის დასდო.

,,მე არ მეშინია და შეიძლება სწორედ ამიტომ ეშინია ჩემს მთავრობას ჩემი,” – განაცხადა სკოჩილენკომ.

“რუს წვევამდელებს უკრაინაში აგზავნიან. ჩვენი ბავშვების სიცოცხლე ამ ომის ფასია,” – ნათქვამია ერთ-ერთ შეტყობინებაში, რომელსაც მუსიკოსმა პროდუქტს ფასის ეტიკეტის ნაცვლად დააკრა

მსგავსი თემები