საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება, ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას, „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა. შეიძლება, ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს, უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება. ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები