ხერსონის რაიონზე რუსეთის იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა.
ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებიტ, რუსეთის ძალებს მიზანში ამოღებული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები, მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები და სამედიცინო დაწესებულება.
,,ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 58 შეტევა, გასროლა 347 ჭურვი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და თვითმფრინავებიდან. მტერმა ქალაქ ხერსონში 43 ჭურვი ისროლა. რუსული აგრესიის გამო 6 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი”, – განაცხადა პროკუდინმა.