„გვინდა, ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში ჩავატაროთ მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით”- შოთა არველაძე

„გვინდა, ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში სეზონში, მინიმუმ, ერთხელ ჩავატაროთ მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით,”- ამის შესახებ ფეხბურთელი  შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თამაში ერთმანეთის გამხნევებისა და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება.

„გვინდა, ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში სეზონში, მინიმუმ, ერთხელ ჩავატაროთ მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და შეხვედრის ჩატარების თარიღს უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ.

რაც მნიშვნელოვანია, თამაში ერთმანეთის გამხნევებისა და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს უფრო გვჭირდება მეტი საერთოს მოძებნა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეისა და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება“, – წერს შოთა არველაძე.

 

მსგავსი თემები