,,რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის კოალიცია, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს, კომისიებიდან სხდომაზე არ გააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს მერიიდან გადაგზავნილ, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს”, – განაცხადა ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიამ რუსთავის საკრებულოს სასამართლოში უჩივის
