უდიდესი გამოქვაბული ჩინეთში – ვიდეორეპორტაჟი

სხვადასხვა ფორმის სტალაგმიტები, ქვის სვეტები, უზარმაზარი ლოდები, ქუდის, საპატარძლო ფატის თუ წყვილების ფორმის ფიგურები – ეს ყველაფერი ჟიჯინის ოლქის ჟიჯინის გამოქვაბულში ხდება.

ჟიჯინის მღვიმე ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და უდიდესი გამოქვაბულია ჩინეთში. 2015 წელს იუნესკომ ოფიციალურად გამოაცხადა ჟიჯინის გამოქვაბულები მსოფლიო გეოპარკად.

გამოქვაბულს აქვს სხვადასხვა ფორმის სტალაგმიტები, ქვის სვეტები და დარბაზები. ეს არის ცალმხრივი ტურისტული მარშრუტი, ამიტომ მასში შესვლისას უნდა გაიაროთ ბოლომდე.

ჯერ ბილიკებით  ჩახიდარ დაღმართზე, შემდეგ კი ნელ-ნელა ადიხარ მწვერვალისკენ. გამოქვაბულში არის სხვადასხვა სახის სტალაგმიტები, ქვის სვეტები, კლდეები.

სტალაგმიტების ლაბირნთი გაშლილია 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომლსაც მიყვება უცნაური და საშიში ბუნებრივი ქანდაკებები. ხან ცხოველებს ემსგავსებიან, ხან ქანდაკებებს, ზოგან კი გოთიკურ ტაძრების ფორმას იღებენ. თუმცა მათში ყველა ხედავს იმას, რისი უნარიც აქვს საკუთარ ფანტაზიას.

გამოქვაბულის რელიეფი საკმაოდ რთულია –  აღმართი, დაღმართი, ლაბირინთები.  ჟიჯინი ერთადერთი გეოლოგიური მსოფლიო პარკია გუიჯოუში.

დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში.

P.S. რაც ამ პროვინციაში ვნახე, ყველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროვინცია კი არა, ძალიან მაღალი დონის ქალაქებია, უამრავი საოცარი სანახაობებით და ხალხით. არაფერს ვამბობ სტუმართმოყვარეობაზე და უმაღლესი დონის ორგანიზებაზე.  

ეკა გულუა გუიჟოუს პროვინციდან   

ტურისტული სოფელი და “ჟუანგ ხალხის ცოცხალი მუზეუმი” – ვიდეორეპორტაჟი

 

პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერი ჩინეთში – ვიდეორეპორტაჟი

მსგავსი თემები