,,გადით ქუჩაში და იკითხეთ, ხაბეიშვილის პოზიცია ვინმეს აინტერესებს?”- ხატია დეკანოიძე

ლევან ხაბეიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი საჩუქარი მაშინ გაუკეთა, როცა პარტიულ გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა, – ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძე  ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისი თქმით, არ ჰგონია, რომ ქართველი ხალხისთვის რაიმენაირად საინტერესო იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი მმართველის წარმომადგენლის მოსაზრება

„არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის, ვისაც ცვლილება უნდა და ვინც საკუთარი შვილების მომავალს ევროპაში ხედავს, მათ ევროპაში წასვლა უნდოდეთ, რადგან მათი სურვილია საქართველოში იცხოვრონ. ასევე არ მგონია, რომ ქართველი ხალხისთვის რაიმენაირად საინტერესო იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი მმართველის წარმომადგენლის მოსაზრება და მის მიერ ხელოვნურად შექმნილი მედიათემა, რომელიც ხალხის ინტერესს არ ასახავს და ასახავს კონკრეტული ადამიანების ვიწრო ინტერესს. თუ რაიმე „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და საკითხი არაფორმალური მმართველობის დამაზიანებელი ეფექტისაგან გადააქვს, სწორედ ეს არის. ამ ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი საჩუქარი მაშინ გაუკეთა, როცა პარტიულ გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა. ამით, მაშინ, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე დიდი საჩუქარი – დაშლილი, დასუსტებული „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღო.

მე მაინტერესებს – ხალხი და პოლიტიკაში მათი ინტერესის ასახვა. გადით ქუჩაში და იკითხეთ, ხაბეიშვილის პოზიცია ვინმეს აინტერესებს? – თვითონ პარტიამაც კი, საერთაშორისო წარმომადგენლობაში, ის სხვა პარტიის თავმჯდომარით ჩაანაცვლა“, – აცხადებს დეკანოიძე.

მსგავსი თემები