„ნაციონალური მოძრაობისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია უმნიშვნელოვანესია”- ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ეუთო ოდირის ვარშავის ოფისთან თანამშრომლობით, პარტიის ეთიკის კოდექსს შეიმუშავებენ.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ ეუთო/ოდირთან ფრაქცია მუშაობდა კონკრეტული დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, რომელიც წაადგება პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდაპარტიული დემოკრატიისთვის. ეს უნდა იყოს იმპულსი და გადამდები სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან შიდა დემოკრატია მნიშვნელოვანია როგორც პარტიის შიგნით, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა უნდა მიეჩვიოს საკუთარი პარტიიდან გადაწყვეტილებების მიღებას დემოკრატიულად, საჯარო დიდი დისკუსიით. თქვენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეც, სწორედ, ამ ფორმით შეირჩა, ძალიან მაღალი ჩართულობით, ისეთი დიდი ჩართულობით, როგორიც არ ახსოვს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნამდვილად პირველი, ვის შიდაპარტიულ არჩევნებშიც ამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ასევე მნიშვნელოვანია და ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, 2024 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია იყოს ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ გრძელვადიანად, რადგან ვიცით, არჩევნები არ მთავრდება მხოლოდ არჩევნების დღეს და ეს არის დიდი პროცესი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები