სლოვაკეთის მთავრობა მიგრანტების შესაკავებლად უნგრეთის საზღვართან ასობით პოლიციელსა და სამხედროს განათავსებს

სლოვაკეთის ახალი მთავრობა მიგრანტების შესაკავებლად უნგრეთის საზღვართან ასობით პოლიციელსა და სამხედროს განათავსებს.

პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებით, უკანონო მიგრაცია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ მოქცეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, მოხვდნენ ტერორისტულ ჯგუფებთან დაკავშირებული პირები.

„ჩვენ გვინდა, გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ ახალ მთავრობასთან ერთად მოვიდა ახალი მიდგომა უკანონო მიგრაციის მიმართ“, – განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატუშ სუტაჯ ესტოკმა.

 

მსგავსი თემები