იემენმა ისრაელს ომი ოფიციალურად გამოუცხადა

იემენმა ისრაელს ომი ოფიციალურად გამოუცხადა. ამის შესახებ იემენის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა.

,,იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ გააგრძელებს დარტყმებს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით, სანამ ისრაელის აგრესია არ შეჩერდება”, – განაცხადა იაჰია სარიმ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი თემები