,,ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია”- თეონა აქუბარდია

,,ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია,”- ასე ეხმაურება  დეპუტატ ირაკლი ბერაიას მხრიდან შეურაცხყოფას ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია.

,,ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. ამას ალბათ გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუსს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!” – წერს აქუბარდია.

ცნობისთვის, ირაკლი ბერაიამ განაცხადა: ”ქალბატონი აქუბარდია არის არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო – ჩვეულებრივ მარია ზახაროვას ანალოგი, ჩამოყალიბდა არათუ ჩვეულებრივ, არამედ სერიულ მატყუარად და სამარცხვინო ადამიანად და სამარცხვინო პოლიტიკოსებად ყალიბდებიან უღირსი ადამიანები და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი იყვნენ არათუ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, არამედ ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ კომიტეტთან მოახლოების  შესაძლებლობა.”

მსგავსი თემები