ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია – ზელენსკი

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია, საჭიროა ერთიანობა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობა ყველაზე ეფექტური, ზუსტი და შორი მოქმედების იარაღია.

,,სტრატეგიულად, ყველანი ძლიერები, ერთიანები უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გავუძლოთ, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია და დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება მართლაც უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი და აგრესია. ამისთვის საჭიროა ჩვენი ერთობა, ერთიანობა ჩვენს შორის, მთელ ევროპაში, ამერიკაში და თავისუფალ სამყაროში. ერთიანობა ყველაზე ეფექტური, ზუსტი და შორი მოქმედების იარაღია. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის! დიდება უკრაინას!,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები