,,ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, დაიცვას კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა”- მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გაკეთებულ  განცხადებებს  ეხმაურება. მისი თქმით, ”არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი.”

,,მოდით, ვთქვათ სიმართლე და სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში, ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, თუმცა ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც მართლაც შეიძლება რაღაც ნორმები ირღვევა ეთიკის და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ კიდევაც. მე მგონია, რომ ჩვენი თანაგუნდელები ემოციური ფონი როცა ჩაცხრება, ამას გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ ამაში. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ნუ მიიღებთ ისეთ პოზიციად, რომ ვინმე ამართლებთ, პირიქით. ხაზგასმით ვამბობ, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი. ოღონდ ახლა ამაზე ცალკე კამპანიას, ნუ, ააგებს ოპოზიცია. იმიტომ, რომ ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, დაიცვას კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა, თუმცა გამართლება არაა,” – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები