მოლდოვამ რუსული პროპაგანდისტული მედიის 20-მდე საიტზე წვდომა შეზღუდა

მოლდოვამ რუსული პროპაგანდისტული მედიის 20-მდე საიტზე წვდომა შეზღუდა. სიაში მოხვდნენ: Interfax, Komsomolskaya Pravda, Lenta.ru, TASS და ა.შ.

მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა 6 სატელევიზიო სადგურსაც, რომლებიც მხილებული არიან არჩევნებზე ზემოქმედების მცდელობაში.

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი სახელმწიფოს და დემოკრატიის დაცვაა, რუსეთის ფედერაციის მიერ საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობებისგან.

,,რუსეთს, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების მეშვეობით, სურს გავლენა მოახდინოს ადგილობრივ არჩევნებზე 5 ნოემბერს და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესს,” –  განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა.

მსგავსი თემები