მინდა დაველაპარაკო მიხეილ სააკაშვილს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენს მიერ – ხვიჩია უმრავლესობას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებები ირღვევა, რადგან მას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ ეძლევა.

„საშუალება არ გვეძლევა პოლიტიკურ წელს, როდესაც არჩვენები უნდა ჩატარდეს, შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და რამე გავიგოთ რა უნდა „ნაცმოძრაობას“, იმიტომ, რომ თუ მასთან ამას არ გაარკვევ, სხვანაირად შეუძლებელია სრულყოფილად იცოდე და ადამიანებს გადასცე რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ და დასძინა, რომ  პოლიტიკური პროცესების დაბლოკვა ხდება, რადგან შეუძლებელი ხდება იმის გაგება რა უნდა მას და რა უნდა „ნაცმოძრაობას“.

„მსურდა გადამეცა მისთვის, რომ თქვენ მას წაართვით მედიასაშუალებები, წაართვით პოლიტიკური პარტიის უდიდესი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, მისი პარტიის ზოგიერთი წევრი გულწრფელია მასთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ის, რომ მისი პარტიის წევრები ეგუებიან, რომ მასთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ, უბრალოდ მაფიქრებინებს, რომ შეუძლებელია თქვენ მათთან არ შეთანხმებულიყავით“, –  მიმართა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობას.

 

მსგავსი თემები